ეპარქიის მიერ ორგანიზებული..

06/12/2012
odishitv-ის მიერ

ეპარქიის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაში დასრულდა.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტოპოლიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევით თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს ინტელექტუალური თამაში „რა, სად როდის\" , რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა საჯარო სკოლა ჩაერთო, მონაწილეები მთელი თამაშის მანძილზე ცდილობდნენ მათთვის შერჩეულ კითხვებზე პასუხი რეგლამენტირებულ დროში გაეცათ. გუნდებმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეს და შესაბამისი ქულები დააგროვეს. შეჯიბრებას საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ინტელექტუალურ თამაშში მსოფლიო ჩემპიონი დავით რაფავაც დაესწრო.

ინტელექტუალური თამაში 4 ტურად ჩატარდა. სულ 22 გუნდი მონაწილეობდა, ფინალურ თამაშზე კი ერთმანეთს 6 გუნდი დაუპირისპირდა და საბოლოოდ გამარჯვება პირველი საჯაროს კოლის გუნდმა „პარადაისმა\" მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თამაშის დასასრულს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მიმართა და სიმბოლურად საჩუქრებით დააჯილდოვა.

გამარჯვებულად გამოვლინდა ასევე მეორე საჯარო სკოლის გუნდი „ჯინსების თაობა,\" მათაც თავიანთი მეტოქე გუნდის მსგავსად 10 ქულა მიიღეს და მეუფისგან სიმბოლურად პატარა ბურთით დასაჩუქრდნენ. ინტელექტუალურ თამაშს, რომელიც რესტორან „სამეფოს\" დარბაზში ჩატარდა ადგილობრივი ინტელექტუალური საზოგადოება და სამღვდელოება ესწრებოდა.
http://www.odishi.ge/
  / odishitv