საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიში
15 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია ტრადიციულად, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმების კვირეულის ფარგლებში იმართება. ღონისძიებას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გაუძღვა. დამსწრე საზოგადოება გაეცნო 2013-2014 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს, მუზეუმის საერთაშორისო აღიარებებსა და მიღწევებს - წელს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიო სამუზეუმო ქსელის წევრი გახდა (Global Museum Leaders Colloquium, METROPOLITAN MUSEUM). ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამომავლო გეგმების პრეზენტაციაც გაიმართა. 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სახელწოდებით - „თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი" (RE: Museum) გამოფენა მოეწყო. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუზეუმების კვირეული 2014
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
მასშტაბური კამპანია "ემეგობრე მემკვიდრეობას"
culturegovge culturegovge
საგანმანათლებლო პროგრამები ეთნოგრაფიულ მუზეუმში
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
janashias muzeumi
culturegovge culturegovge
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატები ტოკიოში
Georgia Cradle of Wine
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
''ტრაექტორია'' - ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა
Artareatv