5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე


5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედია საშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული 10 პირის მიმართ, საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მიმდინარეობს.

სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, ვინაიდან მათი განმარტებით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხეები. დაცვის მხარე აღნიშნულს არ ეთანხმებოდა და დაკავებულების ნაწილის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას, ხოლო ალტერნატივის სახით სხვადასხვა რაოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, ილია თვალიაშვილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან