საზეიმო წირვა ბაგრატის ტაძარში

09/18/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

320 წლის განმავლობაში განადგურებული ბაგრატის საკათედრო ტაძარი, როგორც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო აღდგენილია. ძეგლთა დაცვის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, მთავარი და ფაქტობრივად ახალი კონცეფციით - რეკონსტრუქცია მეცნიერება და რეკონსტრუქცია, როგორც შემოქმედება, უკვე დასრულდა. ბაგრატის ტაძრის ავთენტური სხეული და მისი თანამედროვე ფენები ერთმანეთს ორგანულად შეერწყა. ბაგრატის ტაძრის მე-X-XI საუკუნის ფენები და აქვე აღმოჩენილი უფრო ადრეული პერიოდის ხუროთმოძღვრული ფრაგმენტები ცხადად წარმოჩინდა და კიდევ უფრო გამოიკვეთა ტაძრის რეკონსტრუქციისას გამოყენებულ 21-ე საუკუნის მასალებში (არქიტექტორები ივანე გრემელაშვილი, ანდრეა ბრუნო).
2012 წლის 16 სექტემბერს გუმბათაღდგენილ ტაძარში სამი საუკუნის შემდეგ, პირველი წირვა-ლოცვა, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ აღავლინა. ტაძრის კურთხევაში მონაწილეობა სინოდის სრულმა შემადგენლობამ მიიღო.
საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, რომელმაც საერო და სასულიერო საზოგადოების მოთხოვნას - ბაგრატის აღდგენის იდეასა და განხორციელებას მხარი დაუჭრა და რეალობად აქცია.

ღონისძიებას დაესწრნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

http://www.mcs.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან