ბაგრატის ტაძრის კურთხევა
320 წლის განმავლობაში განადგურებული ბაგრატის საკათედრო ტაძარი, როგორც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო აღდგენილია. ძეგლთა დაცვის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, მთავარი და ფაქტობრივად ახალი კონცეფციით - რეკონსტრუქცია მეცნიერება და რეკონსტრუქცია, როგორც შემოქმედება, უკვე დასრულდა. ბაგრატის ტაძრის ავთენტური სხეული და მისი თანამედროვე ფენები ერთმანეთს ორგანულად შეერწყა. ბაგრატის ტაძრის მე-X-XI საუკუნის ფენები და აქვე აღმოჩენილი უფრო ადრეული პერიოდის ხუროთმოძღვრული ფრაგმენტები ცხადად წარმოჩინდა და კიდევ უფრო გამოიკვეთა ტაძრის რეკონსტრუქციისას გამოყენებულ 21-ე საუკუნის მასალებში (არქიტექტორები ივანე გრემელაშვილი, ანდრეა ბრუნო). 2012 წლის 16 სექტემბერს გუმბათაღდგენილ ტაძარში სამი საუკუნის შემდეგ, პირველი წირვა-ლოცვა, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ აღავლინა. ტაძრის კურთხევაში მონაწილეობა სინოდის სრულმა შემადგენლობამ მიიღო. საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, რომელმაც საერო და სასულიერო საზოგადოების მოთხოვნას - ბაგრატის აღდგენის იდეასა და განხორციელებას მხარი დაუჭრა და რეალობად აქცია. ღონისძიებას დაესწრნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. http://www.mcs.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ბაგრატის ტაძრის კურთხევა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ბაგრატის ტაძრის კურთხევა
culturegovge culturegovge
ბაგრატის ტაძრის კურთხევა 16.09.2012
მართლმადიდებლური ვიდეოები
ბაგრატის ტაძარი
culturegovge culturegovge
აღდგენილი ბაგრატის ტაძარი
culturegovge culturegovge
აღდგენილი ბაგრატის ტაძარი
culturegovge culturegovge
აღდგენილი ბაგრატის ტაძარი
culturegovge culturegovge
საზეიმო წირვა ბაგრატის ტაძარში
culturegovge culturegovge