ერისთავის ქუჩაზე ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

05/10/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, ერისთავის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ოჯახის წევრებმა სახლიდან ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს, თავად კი მეზობლების დახმარებით გამოვიდნენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და მათ სახანძრო მაშინვე გამოიძახეს, თუმცა, სამაშველო სამსახური 25 წუთის დაგვიანებით მოვიდა.

„შუქი ჩაქრა, შემდეგ მოვიდა და გარეთ რომ გამოვიხედე, ალი დავინახე, მაშინვე გამოვვარდით, სახაძნროც გამოვიძახეთ. დროზე რომ მოსულიყვნენ, ამხელა ზარალი არ იქნებოდა“, - უთხრა ჟურნალისტებს მეზობელმა რუსუდან ჩარგაზიამ.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, რომელიც დაზარალებული ოჯახის წევრებს შეხვდა. ის შეროზიებს დაჰპირდა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შესაძლებლობის ფარგლებში, მათ დასახმარებლად თანხა გამოიყოფა.

„რაც გვაქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში ასეთი შემთხვევებისთვის, მაქსიმალურად დავეხმარებით, მოვა ჯგუფი, დაითვლის ზარალს, შესაბამის უწყებებში გავუწევთ შუამდგომლობას, რომ გამოიყოს ხის მასალაც“, - განაცხადა გოგოხიამ.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ წუთებშიც მუშაობენ და ცეცხლის კერებს აქრობენ. მეზობლების ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან