მოსამართლეთა ქცევა და გამოხატვის თავისუფლება სოციალურ მედიაში

05/15/2021
Rights Georgia-ის მიერ

2021 წლის 23 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ საერთო სასამართლოების მოსამართლეების შესახებ მომზადებული 3 კვლევის პრეზენტაცია გამართა.

კვლევები მოიცავს მოსამართლეების განათლების ხარისხის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მოსამართლეების ფინანსური დეკლარაციების, ქონებრივი მდგომარეობის ანალიზს და მოსამართლეთა ქცევას სოციალურ მედიაში (ფეისბუკში).

ანგარიშები მომზადდა პროექტის „მოსამართლეთა დიპლომების, სამეცნიერო დისერტაციების, ფინანსური დეკლარაციებისა და სოციალურ ქსელებში განხორციელებული აქტივობების კვლევა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.

ვრცლად: http://rights.ge/ka/accountnew/15

ვიდეოები „Rights Georgia"-ისგან