უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკებები
შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო, პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა. უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მზად არიან, რომ ანტალიის დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ დიალოგი მომავალშიც განაგრძონ. შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ზელენსკის და პუტინის აუდიენციის მომზადებაც. ცეცხლის 24 საათით შეწყვეტა და დაბომბილი მარიუპოლიდან მოქალაქეების გასაყვანად ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა - ეს იყო დიმიტრი კულებას ორი მთავარი მოთხოვნა, რაზეც სერგეი ლავროვისგან პასუხი ვერ მიიღო. უკრაინის პირველი დიპლომატის პოზიციაა, რომ რუსეთს უკრაინის ჩაბარება სურს, რასაც გამორიცხავს. კულებას იმედი აქვს, რომ ომის დასასრულებლად დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნება. ამერიკის და ევროპის მიმართ მძიმე გზავნილებით იყო სავსე ლავროვის განცხადებები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაზე თავდასხმას უარყოფს და დასავლეთს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების მწვავედ აკრიტიკებს. ნეიტრალური და დემილიტარიზებული უკრაინა - ასეთი იყო ლავროვის მთავარი გზავნილი ანტალიიდან. სალომე ქოქიაშვილი აშუქებდა დღევანდელ შეხვედრას, რომელიც დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქეთის ინიციატივით გაიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკებები - მხარეთა შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკის და რუსეთის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 36-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster