#COVID19 - ვითარება მსოფლიოში

15.11.2020 00:45

უკვე მე-12 დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად კორონავირუსის ასი ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 116 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 917 ადამიანი დაიღუპა.  რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა იაპონიაშიც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 1 738  ადამიანს დაუდასტურდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა მექსიკაშიც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 5 960 ადამიანს გამოუვლინდა. რთული მდგომარეობაა ირანშიც, სადაც  ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ზომები მკაცრდება. ქვეყნის დედაქალაქი თეირანი და კიდევ 100 ქალაქი წითელ ზონად გამოცხადდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: