სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან. უწყება ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციას ეყრდნობა. მიზეზთა შორის სახელდება ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროებისთვის არსებული რისკები, მათ შორის უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო მიზეზები. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება. მთავარი ამოცანა მგზავრებისა და ფრენების უსაფრთხოებაა. შეგახსენებთ, რომ თეირანთან ახლოს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ეს მათი შეცდომის შედეგად მოხდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება
TV IMEDI
#მოამბე 15 საათზე, 14 თებერვალი, 2020 #LIVE
პირველი არხი - LIVE
კომპანია „ავიატორი პლუსის“ პრესკონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერმა ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გახსნა
Giorgi Kvirikashvili
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გაცხადება
TV3
საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster