დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით მორალური უპირატესობით - მელია მხარდამჭერებთან

06/26/2019
Tv Kavkasia-ის მიერ

(ახალი ამბები 26.06 2019)

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა, მენლიას პარლამენტის შენობის გარეთ მხარდამწერები დახვდნენ. დეპუტატის იმუნიტეტჩამორთმეულმა მელიამ პარლამენტის წინ შეკრებუილებს სიტყვით მიმართა.
„ძალიან უსამართლოდ გვაბრალებენ იმას, რომ თითქოს 20 ივნისს გვინდოდა, შტურმით აგვეღო პარლამენტის შენობა, მაგრამ დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით მორალური უპირატესობით, სიმართლით, სიმტკიცით, ძლიერი ერთობით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს. ვგრძნობდი ამ მხარდაჭერას. ეს რა ვნახე ხალხო. ამდენი შეშინებული, ღირსებააყრილი და თავის თავს რომ არ ეკუთვნიან ადამიანები, ერთ დარბაზში მოთავსებული, ცხოვრებაში არ მინახავს. წარმოიდგინეთ, მათ უდიდეს ნაწილს არ უნდოდა იმის გაკეთება, რაც მათ მოუწიათ.
ვისაც კიდევ ეჭვი ეპარებოდა, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, დღეს ყველამ დაინახა და ეს იგრძნობოდა იქ. თვალებში ვერ მიყურებდნენ. რა არის ეს, თუ არა ჩვენი გამარჯვება, როდესაც თავდახრილები არიან ჩვენ წინაშე. მათ აუცილებლად მოუწევთ მართვის სადავეებიდან წასვლა. სიმართლე ახლა ჩვენ მხარეს არის. არასოდეს ისეთი ძლიერები არ ვყოფილვართ, როგორც ახლა ვართ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.


გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi

ვიდეოები „Tv Kavkasia"-ისგან