ბილწსიტყვაობა თქვენი ხელწერაა, ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია - ირაკლი კობახიძე უმცირესობას
(ახალი ამბები 18.04.2019) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კრიტერიუმებზე უმრავლსეობის მიერ მომზადებულ კანნპროექტს განიხილავენ, ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის თავჯდომარე უხამსი სიტყვის გამოყენებაში დაადანაშაულა. „არ მინდა ამ სიტყვის გამეორება, იმით, რაც თქვენ ბრძანეთ ოპოზიციაზე, პრობლემა არ მოგეხსნებათ“ - განუცხადა ირმა ნადირაშვილმა ირაკლი კობახიძეს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადამ, რომ ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა დეპუტატი და დაკონკრეტება მოსთხოვა. მოგვიაბნებით, თავად ირაკლი კობახიზემ განუმარტა კოლეგებს, რომ რას ედავებოდა ირმა ნადირაშვილი, მას შემდეგ მიხვდა, რაც ტელეფონში „რუსთავის 2“-ის ფეისბუქის გვერდ ნახა. „ეხლა ვნახე, თურმე უყრებენ „რუსთავი2“-ს. გავრცელებულია ტყუილი ინფორმაცია, მსგავსი სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსახვავებით „რუსთავი2“ -ის დირექტორისგან. არის აბსოლურტური ტყუილი, ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ პლენარულ სხდომაზე, ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა, ჩეემი შენ გითხარის პრინციპით მოქმედებს. ბილწსიტყვაობა თქვენი პარტიის ხელწერაა და სხვას ნუ დააბრალებთ“ - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. პლენარულ სხდომაზევე, ადა მარშანიამ პრეტენზია გამოთქვა, რატომ დაურიგეს დეპუტატებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ინგლისურენოვანი ვარიანტი და რატომ არ იყო ის ნათარგმნი ქართულად. „ეს კონსტიტუციის დარღვევაა, არ ვარ ვალდებული, ვიცოდე ინგლისური“ - განაცხადა ადა მარშანიამ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi
Tv Kavkasia-ის სხვა ვიდეოები
რა ფულიც არ უნდა დახარჯოს ივანივილმა, როგორც არ უნ...
როგორც კი სანდრა მოიგებს, ივანიშვილის ბუნდღი აღარ...
ივანიშვილი რომ ბიზნესს იბარებს და საქმეებს არჩევს,...
ვიძახოთ ახლა, კარგი კაცია თუ ცუდი სერგეენკო, თუ კა...
„შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს ის პრეზიდენტი, რ...
"ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს მართვაზ...
პროტესტი და უხერხულობები პრეზიდენტის მიერ ორგანიზე...
სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მა...
მსგავსი ვიდეოები
ქართველი იუთუბერები და მათი მაყურებელი ბავშვები
TV IMEDI
" ოქროს თევზი \u0026 დაბნეულ-გულწფელ-ემოციური სამი სურვილი "...
giorgi tatu
შაურმა 200 წამში ?! შაურმა Challenge 😱
Nika Kabula
😱 ახალი კომპიუტერი ?! 😱 [UNBOXING]
Nika Kabula
👑 გავერთოდ და ვილაპარაკოთ +არხების შეფასება 👑
DioNysuS
გათამაშება 500 საბზე. გააზიარეთ სტრიმი თქვენს FB-ზე, გადადით...
გათამაშება 500 საბზე. დააშეარეთ სტრიმ თქვენს FB-ზე, გადადით...