ვაშლის ფხვიერი ღვეზელი,ისევ უმარტივესი რეცეპტი #Applepie #Яблочныйпирог

02/15/2022
Shinauruli -homemade easy recipes-ის მიერ

#პეროგი #applepie
#ვაშლისპეროგი

ingredients
1 egg
100g cottage cheese
100g. yougurt
400g. flour
60ml. vegetable oil
3g. baking powder
3-4 apple
50ml. orange juice

რეცეპტი ⤵️
#პეროგი
#ვაშლისღვეზელი
#ვაშლისპეროგი
#applepie
#яблочныйпирог
ვაშლის ფხვიერი ღვეზელი

ინგრედიენტები
📌1 კვერცხი
📌200 გრ.შაქარი
📌100 გრ.ხაჭო ან ნადუღი
📌100 მლ.მაწონი ან არაჟანი
📌6 ს.კ.ზეთი
📌ვანილი
📌მწიკვი მარილი
📌1ჩ.კ.სოდა
📌2,5 ჭ. ფქვილი
📌3-4 ვაშლი
📌1ჩ.კ.დარიჩინი
📌1ჩ.კ ციტრუსის ცედრა
📌50 მლ.ციტრუსის წვენი

მომზადება
150 გრ.შაქარი, მწიკვი მარილი, ვანილი,1ჭ. ფქვილი,1ჩ კ. სოდა ავურიოთ, დავამატოთ 1 კვერცხი, 100 გრ. ხაჭო ,100 მლ.მაწონი ,6 ს.კ.ზეთი და კარგად ამოვურიოთ. შემდეგ ვამატებთ კიდევ 1ჭ. ფქვილს. მოვზილოთ რბილი ცომი , რომელიც გადავიტანოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და კარგად სიპრიალემდე მოვზილოთ.
შემდეგ გავაბრტყელოთ 3-4 მმ ზე და ამოვჭრათ დიდი რგოლი , იმ დიამეტრის ,რა დიამეტრისაც გვაქვს ფორმა. ფორმას წავუსვათ ცხიმი და ჩავაფინოთ ცომი.
დავადოთ ვაშლის გულსართი: 3-4 ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ , მოვაყაროთ 50 გრ. შაქარი, 1ჩ.კ. ციტრუსის ცედრა,1ჩ.კ.დარიჩინი სურვილისამებრ და მოვასხათ 50 მლ.ციტრუსის წვენი. კარგად ავურიოთ .
ცომის რგოლის ამოჭრის შემდეგ დარჩენილი ცომი გავაბრტყელოთ,
დავჭრათ ზოლებად და დავადოთ ღვეზელს ირგვლივ და ზემოდან, როგორც ვიდეოშია.
წავუსვათ ვაშლის გულსართისგან მორჩენილი ციტრუსის ტკბილი წვენი ან სიროფი,თუნდაც კვერცხის გული სურვილისამებრ.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
ღვეზელი ( პეროგი) ამოვიღოთ ფორმიდან მხოლოდ შეგრილებული.
მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
უგემრიელესი ვაშლის ღვეზელი მზადაა ციტრუსისა და დარიჩინის არომატით, ფხვიერი ცომითა და გემრიელი ვაშლის შიგთავსით.

ვიდეოები „Shinauruli -homemade easy recipes"-ისგან