ნიკოლოზ შამათავა - დიდოსტატობაზე მეოცნებე 12 წლის ზუგდიდელი მოჭადრაკე
07/20/2020
Radio Atinati-ის
მიერ
ნიკოლოზ შამათავა მრავალი პრიზის მფლობელია, ის საქართველოს სამგზის ჩემპიონია 9,11 და 13 წლამდე ჭაბუკთა შორის (2017-2018-2020 წწ), მისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ღია ტურნირზე პოლონეთში მოპოვებული ჯილდოა.
,,ჩემთვის ყველაზე საყვარელი თასი არის პოლონეთში მოგებული, ღია ტურნირი იყო, ნებისმიერი ასაკის ადამიანი თამაშობდა, ჩემი ტოლი არავინ არ მონაწილეობდა ტურნირზე, მხოლოდ 18 წლის იყო ერთი მოჭადრაკე, დანარჩენი კი ასაკით უფროსები იყვნენ, 20-25 და 60 წლის მონაწილეები. მაგალითად იყო ერთი, რომელთანც ბოლო ტურში ყაიმი გავაკეთე და მოვიგე თასი’’, - სიამაყით გვიყვება მოზარდი მოჭადრაკე.
2018 წლის საქართველოს ჩემპიონმა 11 წლამდე ჭაბუკთა შორის დასკვნითი მეცხრე ტური ფრედ დაასრულა პოლონელ ფიდეს ოსტატთან კოზიჩ მაცეისთან 6,5 ქულით და მესამე ადგილი დაიკავა.
2020 წელს კი საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა 13 წლამდე ჭაბუკთა შორის, მან ჩემპიონის ტიტულთან ერთად ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც ახლო მომავალში საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე გაიმართება.
გეგმავს, რომ თავისი ცხოვრება ჭადრაკს დაუკავშიროს და მომავალში დიდოსტატი და ცნობილი მოჭადრაკე გახდეს.
მისი თქმით, დასანანია, რომ წელს ზუგდიდში ჭადრაკის საერთაშორისო დღეს პანდემიის გამო არ აღინიშნება.
ჭადრაკის საერთაშორისო დღე 20 ივლისი პირველად 1924 წელს პარიზში აღნიშნეს, როდესაც მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაცია (FIDE) ოფიციალურად დაარსდა.
რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter:https://twitter.com/Atinati1059
https://www.instagram.com/radioatinat...