ბათუმის საკრებულოს სხდომა


ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. დაპირისპირება მოჰყვა პროექტის განხილვას სახელწოდებით „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. კერძოდ, საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტების წესის, მისი საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის საკითხებზე მსჯელობამ გამოიწვია კამათი. ოპოზიციის განცხადებით, საკონსულტაციო საბჭო მერის მიერ უნდა შეირჩეს და ის სრულად დაეთანხმება მის გადაწყვეტილებებს, ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ეს პროექტი დეველოპერებთან გარიგებისა და კორუფციის საფრთხეს ქმნის. ბათუმის მერი კი აცხადებს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს საკრებულოს ჩართულობას და მას პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე ექნება კონტროლის საშუალება. ავარიულ სახლებში ამ დროისთვის 3 ათასამდე ოჯახია აღრიცხული. პროექტი ოთხი წლის განმავლობაში ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლებისთვის ბიუჯეტიდან 80 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან