ბათუმის საკრებულოს სხდომა

16.07.2019 02:06

20 ხმით, ბათუმის საკრებულომ ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს საქმის წარმოება რივიერას განაშენიანების პროექტზე. საჯარო განხილვები დაიწყება „სილქროუდ ჯგუფის“ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე 5 ცათამბჯენის, იახტ-კლუბისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მოქალაქეთა ჯგუფისგან ხმაური მოჰყვა. სხდომათა დარბაზში მოქალაქეთა მეორე ჯგუფიც გამოჩნდა, რომელიც პროექტის მომხრეა, ისინი საინიციატივო ჯგუფს დაუპირისპირდნენ. გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქეებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: