აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება
08/26/2018
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებიდან 10 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი ეს ზეიმი სინამდვილეში ჩვენი საერთო ტრაგედიაა:
განვლილი 10 წელი ნათლად აჩვენებს ოკუპირებული აფხაზეთის რეალურ ყოფას – არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, მყიფე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჩამოშლილი ეკონომიკა, გაზრდილი კრიმინოგენური საფრთხეები, ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდობა, უიმედო მოხუცები და პენსიონერები, იმედგაცრუებული საზოგადოება, რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეწირული ათასობით ადამიანის ბედი, განდევნილი ქართველების შემდეგ, საკუთარი სახლებიდან დევნილებად ქცეულნი და აფხაზეთიდან საერთოდ გადახვეწილი აფხაზები.
ურაპატრიოტიზმის განცდა, არასახარბიელო რეალობის და კიდევ უფრო გაურკვეველი მომავლის ფონზე, აშკარად გაუგებარია. მივმართავთ აფხაზ თანამოძმეებს, კარგად დაუკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს, ეს აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, რომელიც ნაკლებად ემსახურება აფხაზთა ინტერესებს – ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb