მარტოკაცი საჭურედან - 30 წლის შალვა ხორნაული, რომელმაც ნასოფლარი გააცოცხლა
07/13/2021
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
© https://mtisambebi.ge/ - იქ არც დენია. მობილური ტელეფონი რომ დატვირთოს, კვირაში ერთხელ თიანეთში ფეხით ჩადის, იქამდე კი 7 კილომეტრია. უკან ამობრუნებულს დატვირთული ტელეფონი ორიოდე დღე უძლებს, ამიტომაც ხშირად გამორთული აქვს. 30 წლის შალვა ხორნაული საჭურეში შარშან, მაისში ამოვიდა. პატარა ხის ქოხი ჩადგა - ასე დაიწყო ნასოფლარის გაცოცხლება.