17-მდე ოჯახი მერიისგან თემქაზე მშენებლობის უფლებას ითხოვს

29.09.2016 01:00

თემქაზე, საქვაბეს ყოფილ შენობაში მცხოვრები 17-მდე ოჯახი მერიისგან მშენებლობის უფლებას ითხოვს. სამი დღის წინ მერიასთან მჯდომარე აქცია დაიწყეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ საკუთარი საცხოვრებელი ფართები არ აქვთ, ამიტომ საქვაბეს ყოფილ შენობაში მშენებლობა 8 თვის წინ თვითნებურად დაიწყეს, 2 თვის წინ კი მერიის წარმომადგენლებმა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება აუკრძალეს. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

გაზიარება:
Paliani