წიგნის პრეზენტაცია

28.12.2018 01:26

„მწერლები მშვიდობისთვის“ – წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნი თავდაცვის უწყებამ გამოსცა. მშვიდობის ეგიდით გაერთიანებულმა თორმეტმა ქართველმა მწერალმა შექმნა შემოქმედებითი ნაწარმოებები, რომლებიც ერთ კრებულად გამოიცა. ავტორები ნაწარმოებებში თხრობის საკუთარი მანერით ყვებიან ისტორიებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უახლეს წარსულში გადახდა. ნაწარმოებებში მოთხრობილ ამბებს ჰყავს რეალური გმირები, რომელთა შორის უმრავლესობა სამხედრო მოსამსახურეა. „მწერლები მშვიდობისათვის“ შეიარაღებული ძალების ღირებულებების შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფციის ნაწილია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: