წიგნის პრეზენტაცია

04.06.2019 01:34

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის პოემის, „ჯაკომო პონტის“ თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. ნაწარმოები ამჯერად აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე გამოიცა. თარგმანი სოხუმელ, ცხინვალელ და თბილისელ მწერლებს, ირმა ოსია-კინწურაშვილსა და ნაირა ბეპიევას ეკუთვნით. წიგნი იორდანიაში დაიბეჭდა. პოემა „ჯაკომო პონტი“ უკვე თარგმნილია არაერთ ენაზე, მათ შორის გერმანულად, ინგლისურად, შვედურად, თურქულად და იტალიურად. პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით ჩატარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: