ქაბულიდან საქართველოს ყველა მოქალაქე გამოიყვანეს
სარისკო გზა აეროპორტამდე გავლილია - ქაბულიდან საქართველოს ყველა მოქალაქე გამოიყვანეს. 16 ადამიანი ამ წუთებში, ჩვენი ინფორმაციით, დუბაიში იმყოფება და მომდევნო მარშრუტთან დაკავშირებით, მითითებებს ელოდება. კოვიდპანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო, ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოში დაბრუნება, შესაძლოა, მესამე ქვეყნიდან მოუხდეთ. დაჯავშნილი მანქანები და უსაფრთხოების დერეფანი - ასე გაიარა კანადურ კომპანიაში დასაქმებულმა 16-მა ქართველმა ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტამდე გზა, რომელსაც მთლიანად „თალიბანი“ აკონტროლებს. გაზრდილი საფრთხეების ფონზე, მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება საკუთარ თავზე დიდმა ბრიტანეთმა და თურქეთმა აიღეს. ხუთი დღის განმავლობაში სწორედ მაღალი რისკების გამო, ვერ ხერხდებოდა ერთ-ერთ ბაზაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების გადაყვანა. მშვიდობიანად დასრულებული ევაკუაციის შესახებ გენო ოსიყმაშვილი ისაუბრებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს მოქალაქეები ავღანეთიდან ბრუნდებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველები ავღანეთიდან დაბრუნდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველები ავღანეთიდან დაბრუნდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
40 საინტერესო ფაქტი - საქართველო (ნაწილი V)
ისტორია - საინტერესო ფაქტები
საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მოქალაქეებმა ავღანეთი დატოვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ქაბულიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster