კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი


ქვეყანაში დიდი ალბათობით კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

შიდა გამწვავებული ეპიდსიტუაციის კერებია აჭარა, ქუთაისი, ცაგერი. დილის ცხრა საათის მონაცემებით, გვაქვს 57 ახალი შემთხვევა, რაც საქართველოში „კოვიდ-19“-ის დაფიქსირების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ლოკალური ეპიდაფეთქებაა ქუთაისის 32-ე სკოლაში, სადაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი 21 თანამშრომელს დაუდასტურდა. სკოლის კლასტერი თბილისში გამართულ ქორწილს უკავშირდება, ისევე როგორც ცაგერის 12-კაციანი კლასტერი და ზუგდიდის  ორი შემთხვევა. დაავადების გავრცელების დინამიკა ყოველდღიურად მზარდია აჭარაში. რეგიონში ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება. ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ხვალისთვის მონაცემების მნიშვნელოვნად მატებაა ნავარაუდები. 

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მატებასთან ერთად  მზარდია ისეთი  პაციენტების რაოდენობაც, რომელთა ინფიცირების წყაროს დადგენაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. გართულებული ეპიდვითარების პარალელურად, სპეციალისტების მხრიდან სულ უფრო აქტიურდება მოწოდებები პირბადისა ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვაზე. მოახლოებული სასწავლო სეზონის გამო კი, ეპიდემიოლოგები საგანმანათლებლო დაწესებულებებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მიანიშნებენ და პედაგოგების შერჩევით ტესტირებას გეგმავენ. საქართველო კორონავირუსის შეკავების ეტაპიდან ინფექციის მართვის ეტაპზე გადადის. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან