#არჩევნები2020 15 დღე მეორე ტურამდე და ოპოზიციის გადაწყვეტილება

06.11.2020 05:14

ოპოზიციის სტრატეგია ამ ეტაპზე უცვლელია. მას შემდეგ, რაც საჩივრების განხილვა დასრულდა და 20-მდე უბანზე ხმები ხელახლა დაითვალეს, ოპოზიციური ძალები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნიან. თუმცა ამ ფონზე ჩნდება ალტერნატიული წინადადება, რომელიც ბარიერგადალახულ პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩს“ ეკუთვნის. ზურაბ ჯაფარიძის გუნდის შეთავაზება უბნების შედეგების თავიდან დათვლა და შემდეგ მეორე ტურზე კონცენტრირებაა. მასობრივი გაყალბების შესახებ ოპონენტთა ბრალდებებს მმართველი გუნდი ხელახლა დათვლილი 19 უბნის მონაცემებს უპირისპირებს და ოპოზიციას ყალბი მონაცემების მიზანმიმართულად გავრცელებაში ადანაშაულებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო