საომარი მოქმედებები აჯერბაიჯანსა და სომხეთში
10/01/2020
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დღეს დილიდან მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ტერტერს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, აზერბაიჯანის პროკურატურა ავრცელებს ცნობას, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, სომხეთის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 55 დაიჭრა. დაზიანდა 100-ზე მეტი სახლი. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ გუშინდელი შეტაკებების შედეგად გარდაიცვალა 23 ჯარისკაცი, მსხვერპლის რიცხვი 100-ს გადაცდა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში გარდაცვლილ ჯარისკაცებზე არ საუბრობენ და საბრძოლო მოქმედებების ოთხი დღის განმავლობაში განადგურებული სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალს ასაჯაროვებენ, მათ შორის არის ტანკები და საარტილერიო დანადგარები.
ამასთან, მხარეები ერთმანეთს საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებული უცხოელი მებრძოლების გამოყენებაში ადანაშაულებენ. მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა. მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმაც. დღესვე, ყარაბაღის საკითხზე ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ევროპელი ლიდერები იმსჯელებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.