საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, სომხეთის არმიამ გასულ ღამეს ქალაქ განჯაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. სომხეთის ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ ქალაქს სერიოზული ზიანი მიაყენა. დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები და ავტომობილები. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ბარდის, გერანბოის, ტერტერისა და აღჯაბედის რაიონების სოფლებს ბომბავენ. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერანბოის რაიონის სოფელ შახმემედლის საარტილერიო დაბომბვას მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. სომხეთის ხელისუფლება კი იუწყება, რომ გასულ ღამეს აზერბაიჯანის არმია ქალაქ სტეპანაკერტს რაკეტებით ბომბავდა. დღეს დილით კი, აზერბაიჯანის არმიამ სამხრეთის მიმართულებით თავდასხმის დაწყება სცადა, თუმცა შეტაკებების შედეგად 20-ზე მეტი ჯარისკაცი, სამხედრო აღჭურვილობის ნაწილი დაკარგა და ბატალიონის ჯარისკაცები ჯებრაილის პოსტებიდან გაიქცნენ. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ, სამხრეთის საბრძოლო ზონაში აზერბაიჯანის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმა ტელეკომპანია „ევრონიუსთან“ ისაუბრეს. ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს იმის თქმა, რომ ყარაბაღი სომხეთია. სომხეთის პრემიერი კი აცხადებს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ძალადობის შეწყვეტა, ამისათვის აზერბაიჯანმა თავდასხმები უნდა შეწყვიტოს. პრემიერი მიიჩნევს, რომ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად საუკეთესო გზა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster