როგორ იქმნებოდა ლექსიკონი - ნონა ქობალია
რამდენიმე ქართულ-მეგრული ლექსიკონის შემდეგ, პირველად გამოიცა ქართულ-მეგრული ლექსიკონი, რომლის ავტორი ალიო ქობალიაა. მასში 100 ათასზე მეტი სალექსიკონო ერთეულია შესული. ავტორის ქალიშვილის ნონა ქობალიას განმარტებით, ლექსიკონი მნიშვნელოვანი ეთნოლოგიური ინფორმაციის მატარებელია, რომელიც მეგრელთა წეს-ჩვეულებებს, სახალხო დღესასწაულებს თუ რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებულ ცნებებს მოიცავს. ამასთან, გარკვეული ადგილი უჭირავს ნივთიერი კულტურის აღწერა-დახასიათებას და სიტყვებს მიღმა არსებულ მითოლოგიურ ასპექტებს. შესაბამისად, ეტიმოლოგიური და ენციკლოპედიური ლექსიკონის ნიშნებსაც ატარებს, რაც ზრდის მის საცნობარო ღირებულებას. "ამდენად ეს პირველი ცდაა ხელი შეუწყოს იმ პრობლემების ნაწილობრივ აღმოფხვრას, რომელსაც მეგრული ენის შემსწავლელები, განსაკუთრებით სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, პირველ რიგში, ენათმეცნიერები და ეთნოგრაფები აწყდებიან მეგრული ენის არ ცოდნისა და მისი გავრცელების არეალში შენარჩუნებული ტერმინოლოგიისა და ცნებების ნაკლები მისაწვდომობის გამო, თუმც კი მათი ინტერესი მეგრული სამყაროსადმი, როგორც ენობრივი, ისე მსოფლმხედველური და პრაქტიკული საქმიანობის თვალსაზრისით დიდია", - გვითხრა ნონა ქობალიამ.{{VIDEO}}ავტორის ქალიშვილი გვიხსნის, რომ როგორც ალიო ქობალიას "მეგრულ ლექსიკონში", ისე ქართულ-მეგრულ ლექსიკონში დაფიქსირებული სიტყვების უდიდესი ნაწილი, ძირითადად, აფხაზეთში, საბედიანოში (ანუ შუასოფელსა და სამურზაყანოში) და სამეგრელოში (ოდიშსა და ლაკადაში) მოძიებულ საველე მასალებს ეფუძნება. "ცალკე უნდა აღვნიშნო, რომ ლექსიკონში ნაკლებად არის ასახული მარტვილური დიალექტი, რადგან მამას ამ რაიონში არ უმუშავია და ადამიანური და მეცნიერული კეთილსინდისიერების გამო არ იკადრა ლექსიკონში სხვისი მაგალითად მისი მეგობრის ბატონ გივი ელიავას მოძიებული, მასალები შეეტანა. აღარაფერს ვამბობ ოთარ ქაჯაიას ლექსიკონზე, რადგან როცა მისი მამას მეგრული ლექსიკონი გამოიცა, ბატონი ოთარის ლექსიკონი გამოცემული არ იყო და რომც სდომებოდა ვერ გამოიყენებდა. ორივე შესანიშნავი ლექსიკონია სხვათა შორის", - ამბობს ის. ქართულ-მეგრული ლექსიკონი შედგენილია მეგრული ენის არ ან ნაკლებადმცოდნე მკთხველისთვის. შესაბამისად, მეგრული ნაწილი გარკვეულწილად უფრო ადაპტირებულია ვიდრე "მეგრულ ლექსიკონი". "მამას ლექსიკონში ბევრი სალექსიკონო ერთეული ამოფესვილია როგორც საველე მასალებიდან, ისე ნასაზრდოებია მეგრულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიულ მასალებში დაფიქსირებული, ენათმეცნიერთა მიერ დამოწმებული და გაანალიზებული კოლხიზმებით, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებში, კერძოდ, ქართულ ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიაში, სახარების უძველეს თარგმანებში შემონახული ლექსიკიდან და რაც ძალიან მნიშვნელოვანი გვგონია, ერთის მხრივ, აფხაზურ ენიდან ნასესხობებით და მეორე მხრივ მეგრული ენიდან აფხაზურში შესული სიტყვების უკუნასესხობებით, ამის გარეშე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ტოპონიმების ახსნა შეუძლებელი იქნებოდა. სხვათა შორის სწორედ ამ მიზეზით აუჯანყდნენ აფხაზები და ნომენკლატურული ქართველი ისტორიკოსებიც დიდ პავლე ინგოროყვას, რომელიც აფხაზური ტოპონიმების განმარტებას მეგრული ენის მეშვეობით ცდილობდა და სავსებით მართებულადაც. მცირედი გამონაკლისის გარდა", - გვიყვება ავტორის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ ალიო ქობალიას ქართულ - მეგრული ლექსიკონის ბაზას წარმოადგენს მისივე "მეგრული ლექსიკონი", რომელიც გამოცემის პირველივე წელს სრული ტირაჟი გაიყიდა. "აქვე დავძენ, რომ სალექსიკონო ერთეულების რაოდენობა მეგრულ ლექსიკონში 95 ათასია, ხოლო ქართულ-მეგრულ ლექსიკომში ასი ათასს სჭარბობს, წიგნის მოცულობა 1050 გვერდია. მოთხოვნა მეგრული ლექსიკონის ხელმეორე გამოცემაზე დიდია, მაგრამ, ამჯერად ქართულ - მეგრული ლექსიკონის ანუ გამოუცემელი ნაშრომის დასტამბვა ვარჩიეთ და ეს დიდხანს ან საერთოდ ვერ მოხერხდებოდა, რომ არა მეღვინეობა "ხარებას" საქველმოქმედო ფონდის ფინანსური მხარდაჭერა, სამეგრელო-ზემო სვანეთის უკვე ყოფილი და ამჟამინდელი პარლამენტარის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას, ასოცაცია "ათინათის" ხელმძღვანელების რუსუდან ყალიჩავასა და გია ხასიას გულისხმიერება და დაინტერესება ამ წიგნის გამოცემით. რედაქტორები მადლობას ვუხდით წიგნის რეცენზენტს თემურ ვეკუას მხარდაჭერისთვის", - თქვა ჩვენთან საუბარში ნონა ქობალიამ. ავტორის ქალიშვილს დიდი იმედი აქვს, რომ ლექსიკონის გამოცემა ხელს შეუწყობს სრულიად საქართველოს სულიერ ფასეულობათა დაცვის საქმეს, რამდენადაც, მისივე თქმით, ქართველური ენები თავისი სიღრმითა და უნიკალობით უმთავრესი ეროვნული ფასეულობაა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რა მნიშვნელობის მატარებელია ქართულ-მეგრული ლექსიკონი, რომელი...
Radio Atinati
ლექსიკოგრაფია, მეხუთე ლექცია
Irina Lobzhanidze / ირინა ლობჟანიძე
არნოლდ ჩიქობავა
TSU Ivane Javakhishvili Tbilisi State University
როგორ იქმნებოდა გაზეთი "ივერია"?
Business Media Georgia
როგორ იქმნებოდა ,,ქერჩი - დაკარგული გმირები"
GDS
როგორ იქმნებოდა გადაცემა ,,ამბობენ"
TV IMEDI
#ახალიდღე ქართულ ალპინიზმს 100 წელი უსრულდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე „ქანაანის შვილები“ - როგორ იქმნებოდა ბესტსელერი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster