ომი უკრაინაში - რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები
მოსკოვის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კიევში ელოდებიან. შუამავალი ქვეყნის პირველი დიპლომატი დღეს რუს კოლეგას შეხვდა. დიპლომატიის გზით ომის დასრულება მევლუთ ჩავუშოღლუს მთავარი გზავნილია. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ აფიქსირებს სურვილს, რომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს და ამ შეხვედრას თურქეთმა უმასპინძლოს. წინა კვირას სწორედ თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. როგორ უნდა შეიქმნას დიპლომატიური გზებისთვის საფუძველი - ეს დღევანდელი დიალოგის მთავარი თემა იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიღებულ გზავნილებს ხვალ თურქეთის პირველი დიპლომატი კიევში ჩაიტანს და უკრაინის ხელისუფლებას პირადად გააცნობს. პარალელურად დასავლური პრესა წერს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში პროგრესია, სავარაუდო შეთანხმების ერთი პუნქტი კი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის ნეიტრალიტეტს გულისხმობს, რაც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ლავროვმაც დაადასტურა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკან იხევენ - რა შედეგით დასრულდ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
№35 2022 აკაკი ჯორჯაძე - მიმდინარეობს პირველობისთვის ბრძოლა,...
ომის ზღვარზე - რა ვითარებაა დონეცკსა და ლუგანსკში?
ამერიკის ხმა
№5 2022 აკაკი ჯორჯაძე - ქვეყნის გამოსავალი ნეიტრალიტეტი და კ...
დასავლეთში ვერ თანხმდებიან იმაზე თუ რა შედეგით უნდა დამარცხდ...
რადიო \"მაესტრო\" 94.7 FM
დილის საუბრები | ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი
რადიო თავისუფლება
ომი უკრაინაში - რა ვითარებაა დაბომბილ ქალაქებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსული ომი უკრაინაში - რა ხდებოდა პირველ დღეს?
Enigma Media