,,ნინიკოს ვაძლევ სრულ თავისუფლებას, ჩვენ ფაქტიურად არც გვაქვს ერთმანეთში საიდუმლო, მიხარია, რომ ჩემი გოგო თავის ისტორიებს, პატარა საიდუმლოებებს მიყვება, ვსაუბრობთ მუსიკაზე, ფილმეზე, მოდაზე, რჩევებს ვაძლევთ ერთმანეთს და ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრებს’’, - გვეუბნება მალხაზ კუტალია, რომელიც შვილთან ერთად სკეიტ პარკში სეირნობს.
ორი შვილის მამაა. ამბობს, რომ ბავშვების აღზრდის პროცესში მეუღლესთან ერთად თანაბრადაა ჩართული. ცდილობს, რომ ... წლის სანდრომ და 16 წლის ნინიმ მისი მხარდაჭერა ყოველთვის იგრძნონ. უხარია, რომ მეგობრობს მათთან და ამ წლების განმავლობაში ერთად ვითარდებიან.
,,ამ თაობას განსხვავებული ხედვები აქვს , ვცდილობ მივუსადაგო მათ შეხედულებებს ჩემი წარსული გამოცდილება. პროფესიის არჩევაზეც ვსაუბრობთ და მისი გადასაწყვეტია, სად ისწავლის და რა პროფესიას აირჩევს, მე მის აზრს პატივს ვცემ. მე სპეციალობით ჩაის ტექნოლოგი ვარ, აბსოლუტურად ვერაფერში გამოვიყენე, სხვა განათლება მჭირდებოდა, თუმცა მაშინ არჩევანი მშობლებს უნდა გაეკეთებინათ და ეგ ცუდია’’, - გვიყვება მალხაზი
მისი თქმით, შვილებმა თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მომავალი პროფესიის შესახებ და საკუთარი არჩევანი გააკეთონ. ამბობს, რომ მას, მხოლოდ რჩევის მიცემა შეუძლია. ოსწონს რომ შვილების თაობა განსხვავებულად აზროვნებს, უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: / atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/