აფგან მუხთარლის ბრიფინგი


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საკუთარი სისხლის სამართლის საქმის გარდა, კიდევ ერთ საქმეზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, პოლიტიკური სარჩული აქვს. მუხთარლი ამტკიცებს, რომ კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი სასჯელს უკანონოდ იხდის.  აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ფარმან ჯეირანლის ადვოკატების თქმით, ექიმი იმის გამო დააკავეს, რომ აფგან მუხთარლის მსგავსად, ისიც პრეზიდენტ ილხამ ალიევის ოპოზიციაში იმყოფება. პროკურატურა მუხთარლის განცხადებებზე დღეს დამატებით კომენტარს აღარ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ფარმან ჯეირანლი, რომლის საქმეზეც დღეს აფგან მუხთარლიმ პრესკონფერენცია გამართა,  პროკურატურამ 2018 წელს დააკავა, მას მესამე ინსტანციის გადაწყვეტილებით,  7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თაღლითობის ბრალდებით აქვს  მისჯილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან