აფგან მუხთარლის საქმე
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს მთავარ პროკურატურაში თითქმის 11 საათის განმავლობაში იკითხებოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, მუხთარლი საგამოძიებო უწყებაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე მეორედ დაიბარეს. ის გამოკითხვაზე ადვოკატთან და თარჯიმანთან ერთად მივიდა. იმის მიუხედავად, რომ გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტს რამდენიმე თარჯიმანი დაახვედრა, მუხთარლიმ გამოკითხვის შეწყვეტა მოისურვა, მიზეზად კი მათი არაპროფესიონალიზმი დაასახელა. მისი თქმით, დეტალურად გაიხსენა ის დღე, როდესაც თბილისში დააკავეს. მუხთარლი ამბობს, რომ ის უკანონოდ გაიტაცეს, ბრძანება კი იმჟამინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. საქმეზე გამოძიება 4 წელია მიმდინარეობს. აფგან მუხთარლის განმარტებით, ის 2017 წელს სამართალდამცველებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. სამშობლოში ჟურნალისტი გაასამართლეს, მან საპატიმრო დაწესებულება ერთი წლის წინ დატოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აფგან მუხთარლის საქმე
Democracy Research Institute DRI
აფგან მუხთარლის საქმე
TV Pirveli
აფგან მუხთარლის საქმე
TV Pirveli
აფგან მუხთარლის საქმე
Democracy Research Institute DRI
აფგან მუხთარლის საქმე - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახი გამო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფგან მუხთარლის საქმე - შეხვედრა ამერიკის ელჩთან
TV Pirveli
აფგან მუხთარლის საქმე და ახალი გარემოებები
Rights Georgia
ადვოკატი აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster