იუსტიციის მინისტრმა სამეგრელოს განახლებული რეგიონული არქივი გახსნა

03/07/2016
Radio Atinati-ის მიერ

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის არქივის ახალი შენობა გახსნა.

ზუგდიდის არქივის ყოფილ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, იმავდროულად, მის გვერდით აშენდა 4-სართულიანი შენობა, სადაც საარქივო დოკუმენტების საცავები განთავსდა.

საცავები, რომლის მთლიანი ფართი 1112 კვ. მეტრია, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო, დღეიდან არქივის ახალ შენობაში სამეგრელოს რეგიონის რაიონების - ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის არქივების დოკუმენტები, სულ 371 218 საქმე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.

მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა შპს ,,აგრომშენსერვისმა“ განახორციელა.

სამშენებლო სამუშაოებზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა სოზარ სუბართან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად იუსტიციის სახლში გადაინაცვლა, სადაც მე-9 სკოლის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მასალების ფოტო-გამოფენა დაათველიერა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან