ეროვნული სამოსის დღე ზუგდიდში
საზოგადოების მიერ თვით ორგანიზებული საქართველოს ეროვნული სამოსის დღე ზუგდიდში მეორედ აღინიშნა. ადგილობრივმა შემსრულებლებმა დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ფოლკლორული სიმღერები და ქართული ცეკვები წარმოადგინეს. ღონისძიების ორგანიზატორის დავით აქუბარდიას თქმით, ახალი თაობისთვის ეროვნული თემატიკის სწორი ფორმით მიწოდება აუცილებელია და ამავე დროს უნიკალური ქართული სამოსი იძლევა საშუალებას რომ, ის ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდეს. „აღსანიშნავია, რომ ეს დღე საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გარდა, ევროპისა და აშშ-ს რამდენიმე ქალაქში გაიმართა“, - თქვა აქუბარდიამ. ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნას მსოფლიო ჩემპიონი კიკბოგსინგში დავით ქირიაც შეუერთდა. მისი თქმით, ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად უნდა გამოცხადდეს და ის ყოველ წელს უნდა აღინიშნოს. „ ჩემს ნებისმიერ გამოსვლაზე მსოფლიო მასშტაბით ჩოხით გამოვდივარ და ვცდილობ მაქსიმალურად წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა“ - აღნიშნა დავით ქირიამ. ღონისძიებები საქართველოს 25 და სხვადასხვა ქვეყნის 12-მდე ქალაქში გაიმართა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ეროვნული სამოსის დღე ზუგდიდში
kishka kishka
ეროვნული სამოსის დღე ზუგდიდში
zugdidelebi
ეროვნული სამოსის დღე - როგორ აფასებენ ამ ინიციატივას ზუგდიდე...
Radio Atinati
არტ-გალერეში ეროვნული სამოსი და ქართული კერძები გამოიფინა
Radio Atinati
ეროვნული სამოსის დღე
შუადღე GDS / shuadge GDS
ეროვნული სამოსის დღე
TV 25
ეროვნული სამოსის დღე ახმეტის მე-2 საჯარო სკოლაში
nino chigitashvili
ეროვნული სამოსის დღე ბორჯომში
ტელეკომპანია ბორჯომი