#არჩევნები2020 პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგები

20.11.2020 01:12

მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგების მონაცემები ასე გამოიყურება:  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 48.22 პროცენტი, რაც ნიშნავს 61 მანდატს. ამას ემატება 13 მაჟოტარული მანდატი. შედეგად ამ დროისთვის „ოცნებას“ აქვს 74 მანდატი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია - 27.18, - ეს პარლამენტში 35 ადგილს უდრის. ბაქრაძე-უგულავა-ბოკერია - „ევროპული საქართველო“ - 3.79% - ეს ნიშნავს ხუთ დეპუტატს საკანონდებლო ორგანოში. საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.15  - 4 მანდატი. ამდენივე მანდატი ეკუთვნის „ლელოს“, რომელმაც  3.15 % მიიღო. ასევე ოთხი დეპუტატი ეყოლება პარტიას - „დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – პარტიას 3.14% აქვს. ოთხი მანდატი აქვს „გირჩსაც“, რომელმაც 2.89% მიიღო. ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1.33. – ეს ნიშნავს ორ ადგილს პარლამენტში და  შალვა ნათელაშვილი - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1 % - რაც ერთ მანდატს უდრის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: