მმართველი გუნდის განცხადება

30.06.2019 00:50

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო ინიციატივის – „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გაიმართება. ამის შესახებ მმართველი გუნდის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ვკითხულობთ: „როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. პრეზენტაცია პირველ ივლისს 14 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება, – აღნიშნულია  განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: