ვეტერანების აქცია


აგვისტოს ომის ვეტერანი თამაზ თოიძე გმირთა მემორიალთან შიმშილობის დაწყებას გეგმას. როგორც ის აცხადებს, მას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანმშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის ადგილზე აშენებული სახლი დაუნგრიეს.

საპირისპიროს აცხადებენ თბილისის მერიაში და განმარტავენ, რომ ოჯახს მშენებლობის უფლება არ ჰქონდა.

ე. წ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თამაზ თოიძესთან ერთად მშენებლობის უფლებას კიდევ 165 ოჯახი ითხოვს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან