პროკურატურის განცხადება


ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.

აუდიოჩანაწერი გუშინ „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება და ამბობს, რომ „საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში, წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, რამდენი ხნით უნდა დარჩეს პატიმრობაში და უთხრეს, რომ ციხეში სახელმწიფოს გადასარჩენად უნდა ჩამჯდარიყო“.

უკმაყოფილოა მმართველი გუნდის მისადმი დამოკიდებულებით. მისი თქმით, ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას. აგრეთვე, ასახელებს სერგო თეთრაძის, ნავთლუღის სპეცოპერაციისა და ციხის ბუნტის საქმეებს, რომელთა მოგვარებაში მონაწილეობა აქვს მიღებული, ხოლო თავის შემადგენლობასთან ერთად მოწმეებს იტაცებდა და სცემდა სასურველი ჩვენებების მისაღებად.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან