ტერორისტული თავდასხმა ვენაში
ავსტრია გლოვობს. ტერორისტების სამიზნედ ამჯერად ქალაქი ვენა იქცა. ოთხი დაღუპული, 17 დაჭრილი: სროლა ექვს სხვადასხვა ადგილზე ისმოდა, შესაბამისად გუშინდელი ტერაქტის უკან უკვე ლიკვიდირებული თავდამსხმელის გარდა სხვა პირებიც დგანან. დაკავებულია 14 ადამიანი. საქართველოს საელჩოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ დრომდე ძალაში რჩება მოწოდება სახლებში დარჩენაზე. მოკლული ტერორისტი ორმაგი მოქალაქეობის მქონე 20 წლის მამაკაცია, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი იყო. ხელწერა პარიზში ხუთი დღის წინ მომხდარი ტერორისტული აქტის იდენტურია. საფრანგეთის დედაქალაქის მსგავსად, ვენაშიც შემზარავი თავდასხმა კარანტინის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. ვენაში მომხდარ თავდასხმას უკვე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი. მომხდარი დაგმეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმაც. მათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ავსტრიასა და საფრანგეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომა გამოუცხადეს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია სიძულვილის გაჩუმება -ასე გამოეხმაურა ტერორისტულ თავდასხმას რომის პაპი და ადამიანებს მშვიდობისკენ მოუწოდა. ავსტრიელ ხალხს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტერორისტული თავდასხმა ვენაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტერორისტული თავდასხმა ვენაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტერორისტული თავდასხმა
BBC GEORGIA
ტერორისტული თავდასხმა საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ტერორისტული თავდასხმა" ბრიტანეთის პარლამენტზე
რადიო თავისუფლება
ტერორისტული თავდასხმა პაკისტანის სკოლაზე
Civil Press სამოქალაქო პრესა
ტერორისტული თავდასხმა სომალიში - დაიღუპა ორი და დაშავდა 17 ა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტერორისტული თავდასხმა სომალიში
TV Pirveli