ტერორისტული თავდასხმა საფრანგეთში
თავდასხმების სერია საფრანგეთზე. ნიცა, ავინიონი და საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მდებარე საფრანგეთის საკონსულო: საათების ინტერვალით სამ სხვადასხვა წერტილში დღეს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ქალაქი ნიცა ისევ ტერორისტების სამიზნედ იქცა. არის მსხვერპლი. დაჭრილია საუდის არაბეთში საფრანგეთის საკონსულოს თანამშრომელი. სამივე შემთხვევას ერთი და იგივე ხელწერა აქვს. ქვეყანაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. თავდასხმები ბოლო პერიოდში მუსლიმურ ქვეყნებთან საფრანგეთის განსაკუთრებით გამწვავებული ურთიერთობის ფონზე მოხდა. სამი თავდასხმიდან განსაკუთრებით შემზარავი სწორედ ნიცაში მდებარე ნოტრდამის ეკლესიაში განხორციელებული ტერორისტული აქტი იყო, რა დროსაც თავდამსხმელმა ერთ-ერთ ქალს თავი მოკვეთა. ტერორისტი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. ნიცაში ჩავიდა ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც მომხდარს ისლამური ტერორისტული თავდასხმა უწოდა. ფრანგ ხალხს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს ევროპელმა ლიდერებმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტერორისტული თავდასხმა ვენაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტერორისტული თავდასხმა
BBC GEORGIA
ტერორისტული თავდასხმა ვენაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ტერორისტული თავდასხმა" ბრიტანეთის პარლამენტზე
რადიო თავისუფლება
ტერორისტული თავდასხმა ვენაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტერორისტული თავდასხმა პაკისტანის სკოლაზე
Civil Press სამოქალაქო პრესა
ტერორისტული თავდასხმა სომალიში - დაიღუპა ორი და დაშავდა 17 ა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster