„პოლიტიკო“ ევროკავშირის ახალ ინიციატივაზე წერს


„ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს აიძულებს, გაასაჯაროონ ევროკავშირის გარედან შემოსული ნებისმიერი დაფინანსება, ბლოკში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე“ - ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოს“ სამმა წყარომ დაუდასტურა. როგორც მედიასაშუალება წერს, დაგეგმილი პროექტი ჯერ საწყის ეტაპზეა და ანალოგიურ, ამერიკულ და ავსტრალიურ კანონებს ეხმაურება.

პროექტმა დასრულებული სახე მაისის ბოლოსთვის უნდა მიიღოს. როგორც „პოლიტიკო“ წერს, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტზე მუშაობა არასათანადო დროს დაიწყო. პროცესი სწორედ მაშინ გააქტიურდა, როდესაც ანალოგიური კანონპროექტის გამო, საქართველოში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. პროექტი, რომელიც რუსული მაგალითის მიხედვით, სახელმწიფო კონტროლის გამკაცრების მცდელობად აღიქმებოდა, გასულ კვირას მასობრივი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს, - წერს გამოცემა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან