საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი
იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. დეპუტატ მატეო დალოსოს ორგანიზებით გამართული კონფერენცია მხოლოდ მისი პირადი ინიციატივაა, რომელიც იტალიის პოზიციას არ ასახავს, - ესაა პარტია „ფორსა იტალიას"“ საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის და საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი დეპუტატის განცხადება, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. საუბარია ონლაინ კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელმა მიიღო. იტალიელი დეპუტატის ვალენტინო ვალენტინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იტალია არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დეფაქტო ხელმძღვანელებს და არც მათთან რაიმე სახის კონტაქტს მიიჩნევს მართებულად. განცხადება ასევე გაავრცელა დეპუტატთა პალატის პრესცენტრმა, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის სასახლეში ცალკეული დეპუტატის მიერ ორგანიზებული კონფერენცია არ იმართება, არც დეპუტატთა პალატის და არც მისი თავმჯდომარის ეგიდით და მხარდაჭერით; მსგავს ღონისძიებაზე პასუხისმგებელია თავად დეპუტატი. მომხდარ ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ დეპუტატ დალოსოს ამ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება რომის მხრიდან. ეს დეპუტატი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებითაა ცნობილი და აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა მათ წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუც...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს საგარეო უწყების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავის დრო #56 - ბიძინა ივანიშვილი, რუსეთისა და დასავლეთის ინ...
თავის დრო
გრიგორი კარასინის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Sputnik-ის ჟურნალისტი: "მადლობა სირიას აფხაზეთის და ოსეთის ა...
Just Roman
საქართველოს საგარეო უწყების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster