თბილისის მთავრობის სხდომა


15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ბაღის აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფა მოხდება. ამის თაობაზე დღეს დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე ასევე შეეხო ახლად რეაბილიტირებულ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე შექმნილ პრობლემას. მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, პირველადი მონაცემებით, სანიაღვრე ქსელების გადავსება და გზის დაზიანება უხვმა ნალექმა გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით შესრულებულ სამუშაოებსა და საპროექტო დოკუმენტაციის შესახებ შიდა აუდიტის სამსახურს დედაქალაქის მერმა მოკვლევა დაავალა. მერის თქმით, გლდანში მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემაც. ასევე, დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაიწყება. მერმა ისაუბრა ჭკვიანი შუქნიშნების შესყიდვისა და სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ. მისი თქმით, ამ ეტაპზე სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის საკითხი განიხილება, რამდენიმე ქუჩაზე კი უკვე ზუსტი მოდელირება და სატრანსპორტო სქემებია შედგენილი, რომლის შესახებ პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან