"გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად" - აქცია „ათინათში“
„ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის და შპს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ ორგანიზებით ასოციაციაში აქცია "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად" ტარდება. მსურველებს აქციაში მონაწილეობის მიღება დღეს 17:00 საათამდე შეუძლიათ. „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორის სალომე გუგუჩიას თქმით, მოქალაქეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ. „18 წლის ასაკიდან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და სურვილი აქვს, შეუძლია გაიღოს სისხლი. მსგავსი აქცია გასულ წელსაც ჩატარდა ჩვენთან და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა გუგუჩიამ. აქციაში მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს. მათი თქმით, მსგავსი აქტივობები საზოგადოების ინფორმირებულობისა და სხვადასხვა შემთხვევისა და დაავადებების დროს სისხლის მარაგის ქონის მიზნით აუცილებელია. აქციაში ჩართულმა პირებმა მოსახლეობაში სისხლის გაღებისკენ მოუწოდეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
,,ათინათში'' აქცია ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად'' მ...
Radio Atinati
„გაიღე სისხლი-სიცოცხლის გადასარჩენად“- საქველმოქმედო აქცია ბ...
TV 25
„გაიღე სისხლი - სიცოცხლის გადასარჩენად“ - სისხლის მარაგის შ...
TV4 BATUMI
,,გაიღე სისხლი - სიცოცხლის გადასარჩენად“ საჭირო სისხლის მარა...
TV4 BATUMI