სასამართლო რეფორმა


პირველ ოქტომბერს გახდება ცნობილი ის სტრატეგია, რომლითაც ხელისუფლებას ევროკომისიის მესამე პუნქტის შესრულება და მართლმსაჯულების რეფორმირება ესახება.

მმართველი გუნდის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დღეს საკუთარი ხედვა ოპოზიციის ნაწილს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სასამართლო სფეროს წარმომადგენლებს გააცნო. თუმცა, გამოითქვა არაერთი შენიშვნა და პრეტენზია. ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ, შეთავაზებულ რეფორმის პროექტს არასაკმარისად მიიჩნევენ. ოპოზიციური პარტიები მთავარ აქცენტს იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორმირებაზე აკეთებენ, რაც მათი აზრით, წარდგენილ სტრატეგიაში გათვალისწინებული არ არის.

მანანა დევაძემ მოისმინა შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან