მთაწმინდის პარკში სამი ცნობილი ტელეწამყვანის ვარსკვლავი გაიხსნა

28.10.2021 07:46

მთაწმინდის პარკში, ტელეანძის მიმდებარედ სამი ცნობილი ტელეწამყვანის - ირინა მათიაშვილის, თინა მგალობლიშვილისა და ირმა გურიელის ვარსკვლავები გაიხსნა. ამ ტრადიციას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2013 წელს ჩაუყარა საფუძველი და სახელობითი ვარსკვლავები გაუხსნა ლეგენდარულ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელს, თენგიზ ნათაძესა და დავით სოკოლოვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: