ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიისა და ნიდერლანდების პარლამენტებს მიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსი ჯარისკაცების ქმედებებზე, რომლებსაც ისინი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადიან. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსებს საკუთარ ტერიტორიაზე ასი ათასობით უკრაინელი, მათ შორის ბავშვები გაჰყავთ ძალდატანებით. ავსტრალიელი დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიხსნა 2014 წელს დონბასში, სამგზავრო რეისის ჩამოგდება, რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა არ აგო პასუხი ჩადენილზე. ზელენსკის აზრით, მსოფლიომ შესაბამისად არ დასაჯა რუსეთი 2014 წლის ინტერვენციისთვის, რითაც კრემლი მორიგი აგრესიისთვის წაახალისა. პარლამენტში გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდებს მოუწოდა გააკეთოს უფრო მეტი, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, კერძოდ, მიაწოდოს მეტი იარაღი და მეტი სანქციები დაუწესონ რუსეთს. მისი თქმით, ტირანია უნდა დამარცხდეს და თავისუფლებას თავდაცვისთვის იარაღი ესაჭიროება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster