შეხვედრა მერობის კანდიდატებთან
14 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართა დისკუსია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისა და ქალაქ ბათუმის მერობის კანდიდატების მონაწილეობით. კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი პროგრამები და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. დისკუსიაში მონაწილეობდნენ შემდეგი კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატები: ლაშა კომახიძე – „ქართული ოცნება“: ლევან ანთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: ომარ ფარტენაძე – „კუკავა – ლორთქიფანიძე – დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო“: თენგიზ თავდგირიძე – „პატრიოტთა ალიანსი“. დისკუსიას გაუძღვა ასლან ჭანიძე – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე. დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი განთავსდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ვებ-გვერდზე www.media.org.ge დისკუსია გაიმართა 2017 წლის 14 ოქტომბერს (12.00-14.00 საათზე) მისამართი: ბათუმი, გამსახურდიას #6 – „თავისუფალი სივრცე“. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – „საქართველო ჩემი სამშობლოა, ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“. პროექტი მიზნად ისახავს ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობას.
მსგავსი ვიდეოები
„დებატები“ დებატების გარეშე - შეხვედრა მერობის კანდიდატებთან
Radio Atinati
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა ახალციხის მერობის კანდიდატე...
მეცხრე არხი ახალციხე
სანდრა რულოვსი ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა
Radio Atinati
ასოციაცია "თანხმობის" შეხვედრა ზუგდიდში
Radio Atinati
შეხვედრა ფოთის მერობის კანდიდატებთა გარემოსდაცვით თემაზე
www. tspress.ge
შეხვედრა მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნები 2019 - შეხვედრა ზესტაფონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 შეხვედრა მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster