შეხვედრა მერობის კანდიდატებთან

10/15/2017
batumi ijh-ის მიერ

14 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართა დისკუსია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისა და ქალაქ ბათუმის მერობის კანდიდატების მონაწილეობით. კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი პროგრამები და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. დისკუსიაში მონაწილეობდნენ შემდეგი კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატები: ლაშა კომახიძე – „ქართული ოცნება“: ლევან ანთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: ომარ ფარტენაძე – „კუკავა – ლორთქიფანიძე – დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო“: თენგიზ თავდგირიძე – „პატრიოტთა ალიანსი“. დისკუსიას გაუძღვა ასლან ჭანიძე – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე. დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი განთავსდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ვებ-გვერდზე www.media.org.ge დისკუსია გაიმართა 2017 წლის 14 ოქტომბერს (12.00-14.00 საათზე) მისამართი: ბათუმი, გამსახურდიას #6 – „თავისუფალი სივრცე“. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – „საქართველო ჩემი სამშობლოა, ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“. პროექტი მიზნად ისახავს ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ვიდეოები „batumi ijh"-ისგან