ნიკოლოზ რურუა იმერეთში

08/03/2012
culturegovge culturegovge-ის მიერ

იმერეთში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ
რურუას ვიზიტი შედგა. ზედა სიმონეთში, მინისტრი დ.კლდიაშვილის სახლ-
მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა. საუბარი შეეხო უახლოეს მომავალში დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს და თანამშრომლებისათვის ხელფასების გაზრდას.
დ.კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. ასევე დაიგეგმა დ.კლდიაშვილის 150 წლის იუბილის აღნიშვნა 2012 წლის სექტემბერში.

ბაღდათში, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში, ნიკოლოზ რურუა
კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ცენტრს გადაეცა საკონცერტო განათება-გახმოვანების აპარატურა, სერტიფიცირებული ანსამბლი ,,ბაღდათი\" მინისტრმა მუსიკალური ინსტრუმენტებით დაასაჩუქრა, ხოლო სახელოვნებო სკოლის პედაგოგებს ნიკოლოზ რურუამ ,,დამსახურებული პედაგოგის\" წოდება მინიჭა და სერთიფიკატების გადასცა.


http://www.mcs.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან