„ომიკრონის“ გავრცელების გამო შეზღუდვები წესდება


„ომიკრონის“ გამო ქვეყნების ნაწილი შეზღუდვებს და რეგულაციებს ამკაცრებს.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა აშშ-ში, სადაც ინფიცირების საერთო მაჩვენებლის ნახევარზე მეტი სწორედ სამხრეთ აფრიკულ ახალ შტამზე მოდის. რამდენიმე საათში ამერიკის პრეზიდენტი „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელების გამო საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

უარი საახალწლო შეკრებებსა და მასობრივ ღონისძიებებზე დასწრებას - ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელი გზავნილი და მთავარი მოწოდება.

„ომიკრონის“ გამო პანდემიის მართვის პოლიტიკა გაამკაცრა დიდმა ბრიტანეთმა, ასევე საფრანგეთმა, სადაც საახალწლო ტრადიციული ფოიერვერკი და სადღესასწაულო კონცერტი წელს არ იქნება. ზომების გამკაცრებაზე ფიქრობენ ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან